შეუსაბამობები ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პროცესში 

21:35, 24.01.2026

რატომ გაიცემოდა ფსიქოტროპული მედიკამენტები რეკომენდებულ დოზაზე გაცილებით ჭარბი რაოდენობით – ჯანდაცვის სამინისტრო დარღვევებს სწავლობს. საუბარია ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაცემის ფაქტებზეც, პროცესში ამხილეს ექიმები, რომლებიც რეცეპტებს დიაგნოსტირებისა და სათანადო დასაბუთების გარეშე გასცემდნენ, მეტიც ზოგიერთს ამგვარი დანიშნულების გაცემის ნებართვაც კი არ ჰქონდა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი დოზით მიღება დამოკიდებულებას იწვევს და, შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებითაც კი დასრულდეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევებზე რეაგირება მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით არ მოხდება და პრევენცია გამკაცრებული რეგულაციებით გაგრძელდება.

მსგავსი