შეთავაზება ბიზნესს
იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს. 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და რეგისტრაცია განახევრებულ ფასად – 200 ლარის ნაცვლად, 100 ლარად გაიარონ. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე 2026 წლის 1-ელ აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში, სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.