შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან

საქართველო, აზიის განვითარების ბანკისგან, სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 200 მილიონ ევროს მიიღებს. სასესხო შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს სოფლად წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობას და რეაბილიტაციას. პროგრამის აღმასრულებელი უწყებაა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.