შემცირებული ვაქცინაცია საქართველოში

გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის მიზეზად, რეკომენდაციების უგულვებელყოფა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი სახელდება. სპეციალისტების შეფასებით, იმუნიზაციის გარდა, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. პირბადის სწორი და აუცილებელი მოხმარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, მასობრივი თავშეყრისგან თავის შეკავება – რეკომენდაციები უცვლელია. ექიმები მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც აცრასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.