შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან

12:20, 18.04.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ქართულმა მხარემ მათ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. თავის მხრივ კი, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართულებით ინტერესი გამოხატეს.

მსგავსი