შეხვედრა „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის AJet – ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობაც.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირის დამატების მნიშვნელობას, ამასთან მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობაზეც. შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.