შეხვედრა ტურიზმის სექტორთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარგში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც ითქვა, აჭარაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წელს, ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.