შეხვედრა ტურისტული კომპანიების წამომადგენლებთან 

როგორ უნდა აღიდგინოს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულმა ტურიზმის სექტორმა ძალები: პრემიერმა სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები და დახმარების სქემა გააცნო. იგულისხმება სასესხო შეღავათები, ასევე ქონების გადასახადისგან 2020 წელს სრულად გათავისუფლება და საშემოსავლო გადასახადის გადავადება.

15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს – ახლა მთავარი ამოცანა საქართველოს, როგორც „კოვიდ-19“-სგან უსაფრთხო ქვეყნის უპირატესობის სწორად გამოყენება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვით ტურისტებისთვის უსაფრთხო სერვისების შეთავაზებაა.

გამოიყოფა ახალი კორონავირუსისგან უსაფრთხო დასასვენებელი ზონები, ასევე შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ აჭარაში ტურიზმის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისთვის იმუშავებს.