შეხვედრა ტურისტულ სექტორთან

პრემიერ-მინისტრმა აჭარაში ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ტურიზმის გახსნის გეგმა გააცნო. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს.

გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან საქართველოში დაიწყება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდება, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს. პრემიერის განცხადებით, საქართველომ კრიზისი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობისთვის უნდა გამოიყენოს.