შეხვედრა თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა. ლევან დავითაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები ძალიან ბევრია და არსებობს მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.