შეხვედრა სებასტიან მოლინეუსთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ. თამარ გაბუნიამ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შემუშავებისა და ვაქცინის შესყიდვის მიზნით, ფინანსური რესურსების მობილიზების პროცესში, სებასტიან მოლინეუსის მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრის მოადგილის  განცხადებით, „კოვიდ-19“-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით, რომ ჯანდაცვის სისტემა გაძლიერდეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა  და ტელემედიცინის დანერგვას.