შეხვედრა სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ისაუბრეს არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა. ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.