ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საქართველოში მოქმედ ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ავიარეისებს 60 სამგზავრო ავიაკომპანია შეასრულებს 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით. მისივე ცნობით, ეს დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.