შეხვედრა პრემიერთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტს შეხვდა. საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ EBRD სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.

EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. მთავრობის მეთაურმა EBRD-ის ვიცეპრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.