გურიაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში მოქმედ თხილის შემნახველ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ფერმერის პლანტაციაში თხილის კრეფის პროცესს დაესწრნენ. მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.