შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან

უკვე სამი საათია, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ბიზნესომბუდსმენი კლინიკების წარმომადგენლებს ხვდებიან. თემა კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაა, რაც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის ხელმძღვანელების პროტესტს იწვევს.

მათი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეგულაცია მთელ რიგ სამედიცინო სერვისებზე ფასების კლებას ითვალისწინებს, რაც პაციენტების მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე კლინიკების წარმომადგენლებმა ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა უკვე გამართეს.

დღეს ამ თემაზე შეხვედრა უკვე პარლამენტში  იმართება. შეხვედრაზე იმყოფება მარიამ სეთურიძე – ხომ არ მოხდა რაიმე შეთანხმება?