შეხვედრა კაკლისა და ნუშის მწარმოებლებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ისაუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებზე. განიხილეს განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის, ისე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.