შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად დასავლეთ საქართველოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მთავარი ფუნქციაც, მინისტრის განცხადებით, დაავადებების პრევენცია და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდებაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.