შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. მხარეებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე.

განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.