შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან ცისტური ფიბროზის საკითხზე

12:28, 06.05.2026

ჯანდაცვის მინისტრი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ მედიკამენტების ეფექტიანობაზე იმსჯელეს, რომლებიც გასულ წელს, იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამას დაემატა. საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე და სხვა პრეპარატებზე. აღინიშნა, რომ ეს პრეპარატები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს უწყობს დაავადების მართვას. ისაუბრეს სამომავლოდ თანამშრომლობის გეგმებზე, მათ შორის პროგრამული, ეფექტიანი მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების მიმართულებით.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტებში ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები.

მსგავსი