შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

15:22, 10.07.2026

ბათუმში, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა რეგიონის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რეგიონში, პედიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. იმსჯელეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებზეც.

მსგავსი