შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

15:26, 15.11.2025

ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა. მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარონი ჟან-ლუის ვინსენტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი