შეხვედრა ფერმერებთან
ატმის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება – ვითარების გასაცნობად, სოფლის მეურნეობის მინისტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებისა და სამაცივრე მეურნეობების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 2026 წლის 1-ლი მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 20 500 ტონა ატამი.