შეხვედრა ენერგეტიკოსებთან
ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან, სექტორის განვითარების გეგმა განიხილა. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტს მოიცავს. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებასა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.