შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორებთან

15:22, 17.10.2026

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც უწყება ტუბერკულოზის მართვის ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნული პროგრამები მოიცავს ტუბერკულოზის მართვისთვის საჭირო კვლევების მიმართულებით ახალგაზრდა მედიკოსების გადამზადებასა და ხელშეწყობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეებს შორის პარტნიორობა 20 წელია გრძელდება – თანამშრომლობის ფარგლებში, ტუბერკულოზის კვლევის, პრევენციისა და კონტროლის შესახებ ტრენინგი უკვე 45-მდე ქართველმა ექიმმა, სხვადასხვა მიმართულების ტრენინგი კი ჯამში 700-მდე მედიკოსმა გაიარა.

ამასთან, საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში გამოქვეყნდა ქართველი მკვლევრების 350-ზე მეტი პუბლიკაცია. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. შეხვედრაზე ახალი საგრანტო პროექტიც განიხილეს.

მსგავსი