შეხვედრა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საფინანსო სექტორსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქართულ საბანკო სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები გააცნო.