შეხვედრა დონორებთან

ეპიდემიოლოგიური ვითარება და გამკაცრებული შეზღუდვები იყო განხილვის მთავარი თემა, ონლაინშეხვედრაზე, ვიცე-პრემიერსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის. ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ, ვირუსის მართვასთან დაკავშირებულ გეგმებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

მთავრობის წევრებმა საერთაშორისო პარტნიორებს, იმ საკომპენსაციო პაკეტებზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს სთავაზობს. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზეც, რომელიც ორიენტირებულია როგორც ვაქცინაციისთვის, ასევე პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ, სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე.