შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ბიზნესომბუდსმენმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. მსჯელობა სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებასა და ობიექტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებს შეეხო.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიც ჩაერთვება. შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების სამთავრობო გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისიდან იგეგმება.