შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მსჯელობენ გლობალურ გამოწვევებსა და მათ გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. მონაწილეები ბიზნესსექტორში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს დადებითად აფასებენ. საბანკო სექტორი ელის, რომ ინფლაცია შემცირებას წლის ბოლომდე დაიწყებს და, შესაბამისად, ეროვნული ბანკიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შეამცირებს.