საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელსა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. განიხილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობები. აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინებზე და შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებაზე.