შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან

15:33, 22.03.2023

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. განიხილეს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები. წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრესტურებს გაეცნენ. შეხვედრას სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასევე სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი