შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი

15:30, 03.02.2025

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმო დაფუძნდა. ახალი ცენტრი მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა-განვითარებაზე იმუშავებს. ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.

მსგავსი