„შავი ზღვის პლატფორმის“ საპატიო საბჭოს შეხვედრა

„შავი ზღვის პლატფორმის“ საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში. იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, შუა დერეფნის გაციფრულებასა და საქართველოში არსებული პორტების გამტარუნარიანობის გაზრდაზე.

დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. ესწრებოდნენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები და ბიზნესასოციაციები.