შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა

12:15, 02.11.2026

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნა. კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აგრეთვე, კომიტეტის მომავალი სხდომის გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ორგანიზაციის 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მსგავსი