შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სხდომა თბილისში. ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობს. ასამბლეის ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები უკვე გაიმართა. ხვალ კი გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სხდომა გაიმართება, სადაც განხილვის მთავარი თემა: ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში. საპარლამენტო ფორუმზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. განიხილავენ მოხსენებებს და შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ. ასამბლეა თბილისში დღეიდან პირველი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნად შარშან ნოემბერში ექვსი თვის ვადით აირჩიეს.