შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე მომდევნო ექვსი თვე საქართველო იქნება. საპარლამენტო ასამბლეა ბულგარეთში ამ წუთებში იწყება. ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების მონაწილეებს და ორგანიზაციის წევრ 12 სახელმწიფოს იმ პრიორიტეტებს გააცნობს, რომელიც თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება პრიორიტეტული.
ქართული დელეგაცია ასევე აქცენტს გააკეთებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის დაკავშირებადობის როლზე აზიიდან ევროპული ქვეყნების მიმართულებით.
ანა ბროლაძე დეტალებით.