„შავი ჭირის“ გლობალური პანდემიის რისკი ნულოვანია

21:23, 10.10.2026

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე პირობებში „შავი ჭირის“ ფართომასშტაბიანი გავრცელების ან გლობალური პანდემიის რისკი უკიდურესად დაბალია. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია ირკუტსკის ოლქში დაფიქსირებული შემთხვევა. სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებისა და ლოკალური შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შავი ჭირის დიაგნოზი არ დასტურდება. ამის ფონზე, ცალკეულმა ქვეყნებმა მიმოსვლის შეზღუდვისა და მოქალაქეებისთვის გაცემული რეკომენდაციების სახით პრევენციული ზომები მიიღეს. ისტორიული პანდემიებისგან განსხვავებით, დღეს დაავადება ეფექტიანად ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ადრეული ჩარევის პირობებში.

არსებობს თუ არა რეგიონში დაავადების გავრცელების საფრთხე და როგორია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზაობა, მარიამ აფციაური დეტალებით.

მსგავსი