„შატო მუხრანის“ ისტორიული სასახლე ოფიციალურად გაიხსნა

„შატო მუხრანის“ ისტორიული სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. ფრანგი და ქართველი არქიტექტორების მიერ დაგეგმილი სასახლე და მისი ინფრასტრუქტურა 16 ჰექტარს მოიცავს.

„შატო მუხრანის“ კომპლექსში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა შატოს ინვესტორებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ღვინის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.