შარლ მიშელი კიევში - „მოამბე“ უკრაინის დედაქალაქიდან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევშია.

შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა. ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციამდე ის ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც პირადად ნახა რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის მასშტაბები და სისასტიკე, რომელსაც სამხედრო დანაშაული უწოდა. სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, – ასეთია მიშელის მთავარი გზავნილი. ბუნებრივია, დღის წესრიგშია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ევროკომისიის ლიდერებმა უკრაინაში ორი კვირის წინ თავად ჩაიტანეს. მიშელმა კიევში თქვა, რომ იქნება პოლიტიკური დიალოგი, რათა ამ მიმართულებით პროგრესს მიაღწიონ.

„მოამბე“ განაგრძობს უკრაინის დედაქალაქში მუშაობას.