შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

15:22, 27.04.2026

15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარული ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამატებითი შემოსავლების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი