შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 ივლისს შესრულდება. კვირაში სამჯერ რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე China Eastern Airlines შეასრულებს. საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებმა ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მიიღეს.
შეგახსენებთ, შანხაი 24-მილიონიანი მთავარი ფინანსური, ტექნოლოგიური და ტურისტული ქალაქია.