შალვა პაპუაშვილის წერილი

„ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია,“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო შესვლის მინიმალურ დონეს. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.