შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ულტიმატუმს უყენებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე აქციებს აანონსებს.

ნათელაშვილის თქმით, ტრანსპორტში ხალხის დაინფიცირების შანსი მინიმალურია, მისი თქმით, ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი. ნათელაშვილი მოუწოდებს კომპანიებს, გახდნენ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანამოსარჩელეები.