შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნები არ გადადოს. მისი თქმით, მმართველი პარტია კენჭისყრის დღის გადავადებას ფიქრობს. ნათელაშვილი მოუწოდებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, არჩევნების გადადების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სანქციები დაუწესონ.