კომპანია „სფერო ინვესტის“ მიერ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კომპანიამ გირაოს ალტერნატივით დაზარალებულებს თანხა გამოართვა და სანაცვლოდ, ერთი წლის განმავლობაში, კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრება შესთავაზა, ერთი წლის გასვლის შემდეგ კი ეს თანხა აღარ დაუბრუნა და არც საცხოვრებელი ფართის ქირას უხდის. აღნიშნული პირები ხელისუფლებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებასა და ხელმძღვანელი პირების კანონის შესაბამისად დასჯას სთხოვენ.