სეზონური ვირუსების მაჩვენებელი

როგორია ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი. იაშვილის კლინიკაში, ბოლო ცნობებით, მიმართვიანობამ მოიმატა. მედიკოსების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდია „ბე ტიპის ვირუსით“ დაავადებულთა რაოდენობა.

კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 %-ით ნაკლებია. დაავადებულთა ასაკი კი ხუთ წელს არ აღემატება.