სეზონური ვირუსები – „ჰონგ-კონგის“ შტამი
„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება ვიდრე ე.წ ღორის გრიპი. მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო სისუსტე – ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ეს სეზონისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია. ინფექციონისტები და პედიატრები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ქვეყანაში გრიპის უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია.