გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაშია. გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია პნევმონიისა და პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ექნება. შესაბამისად, მედიკოსები რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებენ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
როგორ დავიცვათ თავი ავადობისგან და რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს – მარიამ აფციაური მოგიყვებათ.