სეზონური ვირუსები

ქვეყანა სეზონური ვირუსების აქტიურად გავრცელების ფაზაშია – კლინიკებში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობას ე.წ ღორის გრიპი უდასტურდება, პარალელურად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სეზონური ვირუსებით ინფიცირების შემთხვევებმა საგანმანათლებლო პროცესის დაწყების შემდეგ მოიმატოს. თუმცა, ამ მიმართულებით ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ვაქცინაციის გარდა, რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვის შემოღების რეკომენდაციას არ გასცემენ.