სეზონური ვაქცინაციის პროცესი
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. მოსახლეობას აცრა მთელი სეზონის განმავლობაში შეეძლება. წინა წლებში პირველ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებს უფინანსებდა, რის შემდეგაც პროცესი ყველა მსურველისთვის იხსნებოდა.
თუმცა, წელს პირველად, პრაქტიკა შეიცვალა და გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება პირველივე ეტაპზე, ყველა მოქალაქისთვის შესაძლებელია. ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსზე 80 ათასამდე მოქალაქეა აცრილი. ცნობისთვის, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.